გილოცავთ სისტემური ადმინისტატორის დღეს!
_2.jpg)
Wikipedia about sysadmin day
fdcfcc1a-d37e-4017-8b97-1a18f7d7fa37|3|5.0
11 June, IT Pro Event, MCP-Clubის შეხვედრის ვიდეო,
მოხსენება TMG 2010 – Sandro Galdava
Presentation
9f5e783b-42d8-4229-b127-a80b6746ba13|3|5.0
სემინარი წარმატებით ჩატარდა!!!
მიუხედავად იმისა რომ დღეს ფეხბურთი იწყებოდა და ვფიქრობდით ბევრი ამის გამო ვერ დაესწრებოდა სემინარს, პირიქით მოხდა :) დარბაზში ადგილი საერთოდ აღარ იყო და სკამების დამატებაც კი გახდა საჭირო, რაღათქმაუნდა ეს ფაქტი ყველას გვახარებს.
სემინარის შესავალი ნაწილი წარმოგვიდგინა არმან ობოსიანმა, რომელიც არის MCP კლუბის თბილისში შექმნის იდეის ავტორი და მთავარი ორგანიზატორი. არმანმა რამოდენიმე სლაიდით გაგვაცნო ზოგადად კლუბის შესახებ, მისი დანიშნულების და მიზნების შესახებ. როგორც ყოველთვის არმანმა ყველას მოგვიწოდა აქტიურობისკენ, მოგვიწოდა რომ გვქონდეს სურვილი გამოვიდეთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ვფიქრობ როგორც ჩემთვის ასევე ბევრისთვის ეს მოწოდება იქნება სტიმული მომავალი სემინარებისთვის თემის მომზადების და კლუბის დამსწრეთათვის გაზიარების.
რაც შეეხება სემინარის ძირითად თემებს მართლაც რომ შთამბეჭდავი და ძალზედ საინტერესო იყო.
პირველი თემა ეხებოდა Microsoft Threat Management Gateway (Microsoft ISA სერვერის ახალ ვერსია) სიახლეებს და შესაძლებლობებს, თემა წარმოგვიდგინა ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალმა სანდრო გალდავამ. იგი მართლაც საინტერესოდ და მთელი სულით და გულით გვიყვებოდა თემას. ხოლო მეორე მოხსენებაში გავიგეთ Microsoft Exchange Server 2010 SP1-ში მომხდარი ცვლილებების და სიახლეების შესახებ, რაც არმან ობოსიანმა მოგვიყვა, ორივე თემამ ბევრი კითხვაც დაბადა ჩვენში და შესაბამისად ამომწურავი პასუხებიც მივიღეთ მომხსენებლებისგან.
შეიძლება ითქვას კიდევ ერთი კარგი სემინარი ჩატარდა MCP Club Tbilisi-სგან.
სემინარის ამსახველ ვიდეო მასალას იხილავთ სულ მალე. მანამდე კი იხილეთ ფოტოები და პრეზენტაციის ფაილები.
Download Presentation,
Microsoft Threat Management Gateway, Sandro Galdava
Exchange Server 2010 Service Pack 1 Whats New, Arman Obosyan
Event Photos
P.S რაღათქმაუნდა ფეისბუქზე განვიხილოთ სემინარის დეტალები :)
0d569663-1666-473b-9575-8faa3d42fed2|2|5.0
მორიგი სემინარი MCP Club Tbilisi-სგან
პარასკევს, 11 ივნისს ტარდება სემინარი IT პროფესიონალთათვის. რაღათქმაუნდა ეს სემინარიც იქნება ძალზედ საინტერესო, ისევე როგორც ყველა ჩატარებული სემინარი MCP Club Tbilisi-სგან.
სემინარზე განხილულ იქნება ორი თემა, პრიველი Microsoft Exchange 2010 Service Pack 1-ის სიახლეების შესახებ მოგვიყვება ყველასთვის კარგად ნაცნობი ექსჩეინჯის (და არა მარტო ექსჩეინჯის) მამა არმან ობოსიანი, ხოლო მეორე თემა იქნება Microsoft ForeFront Threat Management Gateway 2010-ის სიახლეების შესახებ, რომელსაც ასევე ყველასთვის კარგად ნაცნობი სანდრო გალდავა მოგვიყვება.
როგორც ყოველთვის შეგახსენებთ რა არის საჭირო რომ დაესწროთ MCP Club Tbilisi-ს სემინარს (თუ რაღათქმაუნდა რეგისტრაცია უკვე არ გაქვთ გავლილი):
1. გაიარეთ რეგისტრაცია, (თუ როგორ უნდა ეს, იხილეთ პოსტი: რა არის საჭირო რომ დაესწრო MCP Club Tbilisi-ის სემინარს?)
2. მოსაწვევი რომელიც მოგივათ ელ ფოსტაზე, დაადასტურეთ რომ დაესწერებით სემინარს
3. მობრძანდით და ისიამოვნეთ :)
დღის წესრიგი (Agenda):
18.45 – 19.00 სტუმრების შეკრება და რეგისტრაცია
19.00 – 19.10 მისალმება, კლუბის სიახლეები
19.10 – 20.00 მოხსენება Exchange 2010 Service Pack 1 - Overview – არმან ობოსიანი
20.00 – 20.10 Coffee-Break
20.10 – 21.00 მოხსენება Threat Management Gateway 2010 – სანდრო გალდავა
21.00 – 21.10 მოხსენებების განხილვა
ადგილ მდებარეობა
სასწავლო ცენტრის „IT Knowledge“ ოფისი
ი. ჭავჭავაძის გამზირი, 17ა
361772b6-254b-4de9-b891-7ccd96ea0278|2|5.0
MCP-Club Tbilisi და High-Tech Solutions ხელს უწყობს IT ბლოგების განვითარებას, უკვე შექმინლი ბლოგების სიაც მატულობს, ეს ფაქტი ყველას ახარებს. :)
მინდა შეგახსენოთ იმ ბლოგების შესახებ რომელბიც უკვე შექმნილია mcp.community.ge-ს დახმარებით და მდეობარეობს hts.ge რესურსზე.
ასევე მინდა დიდი მადლობა მოვუხადო ყველას, ვინც გამოთქვა საკუთარი IT ბლოგის სურვილი, პოსტავენ აქტიურად და ცდილობენ თავისი გამოცდილება გაუზიარონ ამ სფეროში მოღვაწე სხვა პროფესიონალებს
http://postmaster.ge/blog არმან ობოსიანის ბლოგი, ...about MS Exchange Server in Tbilisi
http://dotnet.community.ge მიშა სამთელაძის ბლოგი, რამდენიმე სასარგებლო ჩანაწერი დეველოპერთათვის
http://hub.community.ge გიორგი ხუბუა, ჩანაწერები Scum-ზე, და წარმატებულ .NET development-ზე
http://sandro.community.ge სანდრო გალდავას IT ბლოგი, განვიხილოთ TMG და სხვა პროდუქტები
და რა თქმა უნდა MCP-Club Tbilisi-ის ბლოგი http://mcp.community.ge
სასიამოვნო ანონსი ნეთვორკერებისთვის
სულ მალე გვექნება შესაძლებლობა წავიკითხოთ საინტერესო პოსტები ქსელის შესახებ. ბესარიონ გიორგაძე გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას ბლოგზე http://conft.community.ge
და რაღათქმაუნდა შეგახსენებთ რა არის საჭირო იმისთვის რომ გქონდეთ თქვენი საკუთარი ბლოგი ჩვენს რესურსზე?
1. მოიფიქრე თემა, თუ რის დაპოსტვას ისურვებ ბლოგზე (აუცილებელია თემა ეხებოდეს IT სფეროს)
2. მოითხოვე! (ანუ გამოაგზავე წერილი mcp-club@hostmaster.ge -ზე თემით: Blog Idea)
3. MCP-Club Tbilisi და Hight-Tech Solutions განიხილავს თქვენს მოთხოვნას და შეგატყობინებთ პასუხს :)
00fa4d04-1f55-44a6-8c3e-b0f088ecb49e|2|5.0
23 აპრილის MCP-Clubის შეხვედრის ვიდეო,
მოხსენება Common Multithreading Problems – რომან აკოპოვი
Presentation
471eb574-23dd-4174-9fd6-f568f0c8c3eb|5|4.8
23 აპრილის MCP-Clubის შეხვედრის ვიდეო,
მოხსენება Silverlight – ეზეკ ზიბზიბაძე
Presentation
57cd8a03-24e9-4227-85d2-b3f8751bfb37|7|4.1

როგორც დაგეგმილი იყო ჩავატარეთ MCP-Club Tbilisi-ს რიგით მეორე სემინარი დეველოპმენტის მიმართულებით. ტენდენცია არ დაირღვა არც ამ შეხვედრაზე და ვიყავით გაცილებით მეტნი ვიდრე როდისმე, ისევე როგორც ყოველ სემინარზე ვმატულობთ და ვმატულობთ, რაც დარწმუნებული ვარ ყველას ახარებს.
სემინარზე ვიხილეთ და მოვისმინეთ 2 ძალზედ საინტერესო პრეზენტაცია, ვიტყოდი რომ ორივე ერთმანეთზე უკეთესი. პირველმა გამომსვლელმა, ეზეკ ზიბზიბაძემ სილვერლაითის სიახლეების შესახებ მოგვითხრო, მეორე გამომსვლელმა, რომან აკოპოვმა კი მრავალნაკადიანობის ძირითადი პრობლემების შესახებ მოგვითხრო, თავისი საინტერესო და სახალისო მაგალითებით-ურთ (პრეზენტაციის ფაილს რომ იხილავთ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ).
სემინარზე ასევე გამოცხადდა ახალი ბლოგის შესახებ, ეს არის: http://hub.community.ge იგი შექმნილია გიორგი ხუბუასთვის (ვინც არ იცის გიორგის შესახებ, იგი მოღვაწეობს უკრაინაში ერთ-ერთ დიდ დეველოპერულ კომპანიაში. ასევე გიორგი გამოვიდა MCP-Club Tbilisi-ს პირველ დეველოპერულ სემინარზე იხილეთ პოსტი) ვფიქრობ ეს ბლოგი საინტერესო იქნება ქართველი პროგრამერებისთვის, ასე რომ შებრძანდით და წაიკითხეთ :)
სემინარზე განხილული თემები იხილეთ აქ:
Silverlight.pptx (2.40 mb)
Common Multithreading Problems.pptx (9.55 mb)
ფოტო სურათები კი ფეისბუქზე MCP-Club Tbilisi-ს ახალ ფეიჯზე: იხილეთ აქ
ვიდეო ჩანაწერს კი სულ მალე მალე მოგაწვდით :)
9c8eff76-0838-4706-ba67-54bc840bf44c|5|5.0
რიგით მეორე სემინარი დეველოპერთათვის
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ პარასკევს 23 აპრილს გეძლევათ საშუალება მობრძანდეთ MCP Club Tbilisi-ს მორიგ დეველოპერულ შეხვედრაზე. სადაც განხილული იქნება Silverlight და Common Multithreading Problems თემები. რომელსაც წარმოგვიდგენს ეზეკ ზიბზიბაძე და რომან აკოპოვი.
სემინარი როგორც ყველა წინა მორბედი, გპირდებით იქნება ძალზედ საინტერესო. ასე რომ:
1. გაიარეთ რეგისტრაცია, (თუ როგორ უნდა ეს, იხილეთ პოსტი აქ)
2. მოსაწვევი რომელიც მოგივათ ელ ფოსტაზე, დაადასტურეთ რომ დაესწერებით სემინარს
3. მობრძანდით და ისიამოვნეთ :)
დღის წესრიგი (Agenda):
18.45 – 19.00 სტუმრების შეკრება და რეგისტრაცია
19.00 – 19.10 მისალმება, კლუბის სიახლეები
19.10 – 20.00 მოხსენება Silverlight – ეზეკ ზიბზიბაძე
20,00 – 20.10 Coffee-Break
20.10 – 21.00 მოხსენება Common Multithreading Problems – რომან აკოპოვი
21.00 – 21.10 მოხსენებების განხილვა
ადგილ მდებარეობა
სასწავლო ცენტრის „IT Knowledge“ ოფისი
ი. ჭავჭავაძის გამზირი, 17ა
2e4ec5c7-f81a-4f54-ac62-fe4e95378dde|4|5.0

წარმატებით ჩატარდა პირველი შეხვედრა დეველოპერების მიმართულებით. სემინარზე მოხსენება გააკეთა მიშა სამთელაძემ და გიორგი ხუბუამ
მინდა გითხრათ რომ მართლაც საინტერესო იყო ორივე გამომსვლელის თემის მოსმენა, მიშა მოგვიყვა Reflection on ASP.net 2.0 ხოლო გიორგიმ კი გაგვაცნო თუ “როგორ არ ჩავაგდოთ პერსპექტიული პროექტი ანუ Agile Software Development-ის მთები”.
საპრეზენტაციო მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ:
Reflection in ASP.pptx (226.09 kb)
Agile_Mountains_presentation.ppt (520.00 kb)
პრეზენტაციის ამსახველი ფოტო მასალა კი აქ:
a13a9b9b-e600-4e41-a74d-d8fb13173ef7|4|5.0