სიახლე MCP-Club Tbilisi-სგან!!!
როგორც უკვე ცნობილია mcp კლუბი თბილისი აძლევს საშუალებას IT სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, სურვილის შემთხვევაში საკუთარი ბლოგის შექმნას community.ge დომეინური სახელის ქვეშ.
და აი ეს არის პირველი ფაქტი როდესაც 5 თებერვალს ჩატარებულ სემინარის ბოლოს ახალგაზრდა ნიჭიერმა დეველოპერმა მიშა სამთელაძემ გამოთქვა სურვილი დეველოპერული ბლოგის შექმნისა. რაღათქმაუნდა სულ რამოდენიმე დღეში MCP-Club Tbilisi-მა შპს High Tech Solutions-ის ჰოსტინგ სერვერზე შექმნა მიშასთვის ბლოგი: http://dotnet.community.ge სადაც იგი უკვე აქტიურად ახდენს დეველოპერთა და არა მხოლოდ დეველოპერთათვის საინტერესო პოსტების წერას.
რათქმაუნდა ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. მიშამ ასევე გამოთქვა სურვილი სემინარზე თემის წარდგენის, რაზეც რათქმაუნდა დადებითი პასუხი მიიღო.
ასე რომ სულ მალე გექნებათ საშუალება დაესწროთ საინტერესო დეველოპერულ სემინარს. მიშა გვპირდება რომ სემინარი საინტერესო იქნება არა მხოლოდ დეველოპერთათვის არამედ სხვა IT პროფესიონალთათვისაც.
P.S ”აქცია” სახელად ”განვავითაროთ ქართული IT ბლოგები” რათქმაუნდა გრძელდება და MCP კლუბ თბილისი მოგიწოდებთ იყოთ აქტიურები ისევე როგორც მიშა სამთელაძე და თქვენთვის შექმნილ ბლოგზე გაუზიაროთ თქვენი ცოდნა, გამოცდილება ქართველ IT პროფესიონალებს. ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ მონდომება და პირველ რიგში წერილის გამოგზავნა მისამართზე mcp-club@hostmaster.ge დასათაურებით: Blog Idea
0c006dcb-6212-4a90-911a-954a43b52aab|8|4.9

MCP-Club Tbilisi-ს მესამე შეხვედრა წარმატებით ჩატარდა, ეს შეხვედრა განსხვავდებოდა წინა მორბედებისგან ერთი რამით, კრასნოდარიდან ჩამოსულმა სტუმარმა ანდრეი კორშიკოვმა (ლიდერი კრასნოდარის .Net პროგრამისტთა საზოგადოების) წაგვიკითხა სემინარი.
ძირითადი აქცენტი გამახვილებული იყო Microsoft SQL Server 2008 R2-ზე, თუმცა ასევე განხილული იყო ჩვენთვის ძალზედ საინტერესო თემა როგორიც არის სერთიფიცირება, თუ რატომ და როგორ უნდა გავხდეთ სერთიფიცირებული, ასევე საუბარი იყო ბენეფიტებზე MCP კლუბში გამომვლელთათვის.
სემინარი მიდიოდა ინტერაქტიულ რეჟიმში, იყო კითხვები, იყო დაჯილდოვება და ბევრი საინტერესო ინფორმაცია. შეიძლება ითქვას ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.
პრეზენტაციების გადმოწერა შესაძლებელია აქედან:
SQL Server 2008 R2.pptx (1.73 mb)
Как стать сертифицированным специалистом.pptx (4.33 mb)
სურათები კი იხილეთ აქ:
ასევე შეგიძლიათ იხილოთ პოსტი თუ რას წერს ანდრეი ამ შეხვვედრის შესახებ: http://win2008.ru/?p=1141
MCP-Club Tbilisi, 3-я встреча прошла успешно! Эта встреча отличалась от предыдущих тем что у нас был в гостях Андрей Коршиков, лидер Краснодарского сообщества .NET разработчиков
Тема встречи была новая версия Microsoft SQL Server 2008 R2, также Андрей рассказал нам про сертификацию, зачем и как стать сертифицированным спецялистом и о пользе MCP клубов.
Семинар как всегда проходил в интерактивном режиме, были вопросы, награждение призами и конечно много полезной информации!
07a31703-4d73-4418-9b0a-057c606c08c0|5|5.0

რეგისტრაციის პროცედურა, სემინარზე დასასწრებად - MCP Club Tbilisi
აქ ყველაფერი მარტივადაა, პირველ რიგში აუცილებელია გავაგზავნოთ წერილი მისამართზე mcp-club@hostmaster.ge
სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: თემა (ანუ Subject): "Registration", წერილის შინაარსში ვწერთ: საკუთარ სახელს, გვარს, ელ ფოსტის მისამართს, ასევე სამუშაო ადგილი და პოზიცია (სასურველია მიეთითოს).
დაახლოებით 24 საათის განმავლობაში ელ-ფოსტაზე მიიღებთ დარეგისტრირებულ ინფორმაციას, Username Password და ა.შ.
ეს ინფორმაცია თქვენ გამოგადგებათ მაშინ როდესაც მიიღებთ მოსაწვევს MCP Club Tbilisi-ს სახელით, სადაც უნდა მოახდინოთ დაფიქსირება დაესწრებით თუ არა დაგეგმილ სემინარს.
მოსაწვევები იგზავნება სემინარის ჩატარებამდე 1 კვირით ადრე.
ასევე ნებისმიერი სხვა კითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ წერილობით ელ ფოსტაზე: MCP-Club@hostmaster.ge
p.s უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ FAQ-ს და შევეცდებით მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ MCP კლუბთან დაკავშირებით.
9b3236be-3d01-49e8-a095-0ec7bf9672e0|5|4.8