MCP-Club Tbilisi, 5 March, Friday, First Seminar for Developers!!!

MPC-ClubTbilisi

პარასკევს, 5 მარტს, პირველი სემინარი პროგრამერებისთვის!

როგორც უკვე შეგპირდით, მოხერხდა მიშა სამთელაძის შემოთავაზების განხორციელება დეველოპერული სემინარის შესახებ. ეს შეხვედრა განსხვავებული იქნება წინა მორბედებისგან მიმართულების თვალსაზრისით, რათქმაუნდა იქნება არანაკლებ საინტერესოც.

სემინარზე მოგვეცემა საშუალება მოვისმინოთ, თემა Reflection in C# რომელსაც წარმოგვიდგენს მიშა სამთელაძე (წამყვანი დეველოპერი კომპანიაში www.63bits.com) და გიორგი ხუბუა (Zoral Labs Kiev, Senior (.net) Developer) გამოვა თემით ”როგორ არ ჩავაგდოთ პერსპექტიული პროექტი ანუ Agile Software Development-ის მთები”

სემინარის ჩატარების ადგილმდებარეობა როგორც ყოველთვის იგივეა, სასწავლო ცენტრი IT Knowledge-ის ოფისი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით IT Knowledge-ს. ასევე მადლობა მინდა მოვუხადო MCP-Club Tbilisi-ში დეველოპერული შეხვედრების იდეის ავტორებს და დეველოპერული შეხვედრების ორგანიზატორებს კომპანია 63bits

დღის წესრიგი (Agenda):
18.30 – 19.00 სტუმრების შეკრება და რეგისტრაცია
19.00 – 19.10 მისალმება, კლუბის სიახლეები
19.10 – 19.50 მოხსენება Reflection in C# მიშა სამთელაძე
19.50 – 20.00 Coffee-Break
20.00 – 20.40 მოხსენება “როგორ არ ჩავაგდოთ პერსპექტიული პროექტი ანუ Agile Software Development-ის მთები” გიორგი ხუბუა
20.40 – 21.00 მოხსენებების განხილვა

 

ადგილ მდებარეობა
სასწავლო ცენტრის „IT Knowledge“ ოფისი
ი. ჭავჭავაძის გამზირი, 17ა

P.S ასევე ხაზს გავუსვამ ერთ საკითხს. შეხვედრა არის დეველოპერული, თუმცა თუ ეს თემები საინტერესოა სხვა მიმართულების IT პროფესიონალებისთვის, რათქმაუნდა შეზღუდვა არ არის, ყველა მსურველს შეუძლია დაესწროს და მოისმინოს ეს საინტერესო დეველოპერული სემინარი.