Seminar for IT Professionals! - Friday, 11 June

მორიგი სემინარი MCP Club Tbilisi-სგან

პარასკევს, 11 ივნისს ტარდება სემინარი IT პროფესიონალთათვის. რაღათქმაუნდა ეს სემინარიც იქნება ძალზედ საინტერესო, ისევე როგორც ყველა ჩატარებული სემინარი MCP Club Tbilisi-სგან.

სემინარზე განხილულ იქნება ორი თემა, პრიველი Microsoft Exchange 2010 Service Pack 1-ის სიახლეების შესახებ მოგვიყვება ყველასთვის კარგად ნაცნობი ექსჩეინჯის (და არა მარტო ექსჩეინჯის) მამა არმან ობოსიანი, ხოლო მეორე თემა იქნება Microsoft ForeFront Threat Management Gateway 2010-ის სიახლეების შესახებ, რომელსაც ასევე ყველასთვის კარგად ნაცნობი სანდრო გალდავა მოგვიყვება.

როგორც ყოველთვის შეგახსენებთ რა არის საჭირო რომ დაესწროთ MCP Club Tbilisi-ს სემინარს (თუ რაღათქმაუნდა რეგისტრაცია უკვე არ გაქვთ გავლილი):

1. გაიარეთ რეგისტრაცია, (თუ როგორ უნდა ეს, იხილეთ პოსტი: რა არის საჭირო რომ დაესწრო MCP Club Tbilisi-ის სემინარს?)

2. მოსაწვევი რომელიც მოგივათ ელ ფოსტაზე, დაადასტურეთ რომ დაესწერებით სემინარს

3. მობრძანდით და ისიამოვნეთ :)

დღის წესრიგი (Agenda):

18.45 – 19.00 სტუმრების შეკრება და რეგისტრაცია

19.00 – 19.10 მისალმება, კლუბის სიახლეები

19.10 – 20.00 მოხსენება Exchange 2010 Service Pack 1 - Overview – არმან ობოსიანი

20.00 – 20.10 Coffee-Break

20.10 – 21.00 მოხსენება Threat Management Gateway 2010 –  სანდრო გალდავა

21.00 – 21.10 მოხსენებების განხილვა

ადგილ მდებარეობა

სასწავლო ცენტრის „IT Knowledge“ ოფისი

ი. ჭავჭავაძის გამზირი, 17ა