
წარმატებით ჩატარდა პირველი შეხვედრა დეველოპერების მიმართულებით. სემინარზე მოხსენება გააკეთა მიშა სამთელაძემ და გიორგი ხუბუამ
მინდა გითხრათ რომ მართლაც საინტერესო იყო ორივე გამომსვლელის თემის მოსმენა, მიშა მოგვიყვა Reflection on ASP.net 2.0 ხოლო გიორგიმ კი გაგვაცნო თუ “როგორ არ ჩავაგდოთ პერსპექტიული პროექტი ანუ Agile Software Development-ის მთები”.
საპრეზენტაციო მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ:
Reflection in ASP.pptx (226.09 kb)
Agile_Mountains_presentation.ppt (520.00 kb)
პრეზენტაციის ამსახველი ფოტო მასალა კი აქ:
a13a9b9b-e600-4e41-a74d-d8fb13173ef7|4|5.0
პარასკევს, 5 მარტს, პირველი სემინარი პროგრამერებისთვის!
როგორც უკვე შეგპირდით, მოხერხდა მიშა სამთელაძის შემოთავაზების განხორციელება დეველოპერული სემინარის შესახებ. ეს შეხვედრა განსხვავებული იქნება წინა მორბედებისგან მიმართულების თვალსაზრისით, რათქმაუნდა იქნება არანაკლებ საინტერესოც.
სემინარზე მოგვეცემა საშუალება მოვისმინოთ, თემა Reflection on ASP.net 2.0 რომელსაც წარმოგვიდგენს მიშა სამთელაძე (წამყვანი დეველოპერი კომპანიაში www.63bits.com) და გიორგი ხუბუა (Zoral Labs Kiev, Senior (.net) Developer) გამოვა თემით ”როგორ არ ჩავაგდოთ პერსპექტიული პროექტი ანუ Agile Software Development-ის მთები”
სემინარის ჩატარების ადგილმდებარეობა როგორც ყოველთვის იგივეა, სასწავლო ცენტრი IT Knowledge-ის ოფისი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით IT Knowledge-ს. ასევე მადლობა მინდა მოვუხადო MCP-Club Tbilisi-ში დეველოპერული შეხვედრების იდეის ავტორებს და დეველოპერული შეხვედრების ორგანიზატორებს კომპანია 63bits
დღის წესრიგი (Agenda):
18.30 – 19.00 სტუმრების შეკრება და რეგისტრაცია
19.00 – 19.10 მისალმება, კლუბის სიახლეები
19.10 – 19.50 მოხსენება Reflection on ASP.net 2.0 მიშა სამთელაძე
19.50 – 20.00 Coffee-Break
20.00 – 20.40 მოხსენება “როგორ არ ჩავაგდოთ პერსპექტიული პროექტი ანუ Agile Software Development-ის მთები” გიორგი ხუბუა
20.40 – 21.00 მოხსენებების განხილვა
ადგილ მდებარეობა
სასწავლო ცენტრის „IT Knowledge“ ოფისი
ი. ჭავჭავაძის გამზირი, 17ა
P.S ასევე ხაზს გავუსვამ ერთ საკითხს. შეხვედრა არის დეველოპერული, თუმცა თუ ეს თემები საინტერესოა სხვა მიმართულების IT პროფესიონალებისთვის, რათქმაუნდა შეზღუდვა არ არის, ყველა მსურველს შეუძლია დაესწროს და მოისმინოს ეს საინტერესო დეველოპერული სემინარი.
692eeb3f-2163-42de-86f4-0d9f14cb0978|8|5.0

რეგისტრაციის პროცედურა, სემინარზე დასასწრებად - MCP Club Tbilisi
აქ ყველაფერი მარტივადაა, პირველ რიგში აუცილებელია გავაგზავნოთ წერილი მისამართზე mcp-club@hostmaster.ge
სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: თემა (ანუ Subject): "Registration", წერილის შინაარსში ვწერთ: საკუთარ სახელს, გვარს, ელ ფოსტის მისამართს, ასევე სამუშაო ადგილი და პოზიცია (სასურველია მიეთითოს).
დაახლოებით 24 საათის განმავლობაში ელ-ფოსტაზე მიიღებთ დარეგისტრირებულ ინფორმაციას, Username Password და ა.შ.
ეს ინფორმაცია თქვენ გამოგადგებათ მაშინ როდესაც მიიღებთ მოსაწვევს MCP Club Tbilisi-ს სახელით, სადაც უნდა მოახდინოთ დაფიქსირება დაესწრებით თუ არა დაგეგმილ სემინარს.
მოსაწვევები იგზავნება სემინარის ჩატარებამდე 1 კვირით ადრე.
ასევე ნებისმიერი სხვა კითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ წერილობით ელ ფოსტაზე: MCP-Club@hostmaster.ge
p.s უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ FAQ-ს და შევეცდებით მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ MCP კლუბთან დაკავშირებით.
9b3236be-3d01-49e8-a095-0ec7bf9672e0|5|4.8