Little Overview of Second Development Seminar - 23 April 2010

MPC-ClubTbilisi

როგორც დაგეგმილი იყო ჩავატარეთ MCP-Club Tbilisi-ს რიგით მეორე სემინარი დეველოპმენტის მიმართულებით. ტენდენცია არ დაირღვა არც ამ შეხვედრაზე და ვიყავით გაცილებით მეტნი ვიდრე როდისმე, ისევე როგორც ყოველ სემინარზე ვმატულობთ და ვმატულობთ, რაც დარწმუნებული ვარ ყველას ახარებს.

სემინარზე ვიხილეთ და მოვისმინეთ 2 ძალზედ საინტერესო პრეზენტაცია, ვიტყოდი რომ  ორივე ერთმანეთზე უკეთესი. პირველმა გამომსვლელმა, ეზეკ ზიბზიბაძემ სილვერლაითის სიახლეების შესახებ მოგვითხრო, მეორე გამომსვლელმა, რომან აკოპოვმა კი მრავალნაკადიანობის ძირითადი პრობლემების შესახებ მოგვითხრო, თავისი საინტერესო და სახალისო მაგალითებით-ურთ (პრეზენტაციის ფაილს რომ იხილავთ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ).

სემინარზე ასევე გამოცხადდა ახალი ბლოგის შესახებ, ეს არის: http://hub.community.ge  იგი შექმნილია გიორგი ხუბუასთვის (ვინც არ იცის გიორგის შესახებ, იგი მოღვაწეობს უკრაინაში ერთ-ერთ დიდ დეველოპერულ კომპანიაში. ასევე გიორგი გამოვიდა MCP-Club Tbilisi-ს პირველ დეველოპერულ სემინარზე იხილეთ პოსტი) ვფიქრობ  ეს ბლოგი საინტერესო იქნება ქართველი პროგრამერებისთვის, ასე რომ შებრძანდით და წაიკითხეთ :)

 

სემინარზე განხილული თემები იხილეთ აქ:

Silverlight.pptx (2.40 mb)

Common Multithreading Problems.pptx (9.55 mb)

 

ფოტო სურათები კი ფეისბუქზე MCP-Club Tbilisi-ს ახალ ფეიჯზე: იხილეთ აქ

 

 

ვიდეო ჩანაწერს კი სულ მალე მალე მოგაწვდით :)

One more Seminar for Developers – Friday, 23 April

MPC-ClubTbilisi

რიგით მეორე სემინარი დეველოპერთათვის

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ პარასკევს 23 აპრილს გეძლევათ საშუალება მობრძანდეთ MCP Club Tbilisi-ს მორიგ დეველოპერულ შეხვედრაზე. სადაც განხილული იქნება Silverlight და Common Multithreading Problems თემები. რომელსაც წარმოგვიდგენს ეზეკ ზიბზიბაძე და რომან აკოპოვი.

სემინარი როგორც ყველა წინა მორბედი, გპირდებით იქნება ძალზედ საინტერესო. ასე რომ:

1. გაიარეთ რეგისტრაცია, (თუ როგორ უნდა ეს, იხილეთ პოსტი აქ)

2. მოსაწვევი რომელიც მოგივათ ელ ფოსტაზე, დაადასტურეთ რომ დაესწერებით სემინარს

3. მობრძანდით და ისიამოვნეთ :)

 

დღის წესრიგი (Agenda):
18.45 – 19.00 სტუმრების შეკრება და რეგისტრაცია
19.00 – 19.10 მისალმება, კლუბის სიახლეები
19.10 – 20.00 მოხსენება Silverlight – ეზეკ ზიბზიბაძე
20,00 – 20.10 Coffee-Break
20.10 – 21.00 მოხსენება Common Multithreading Problems – რომან აკოპოვი
21.00 – 21.10 მოხსენებების განხილვა

 

ადგილ მდებარეობა
სასწავლო ცენტრის „IT Knowledge“ ოფისი
ი. ჭავჭავაძის გამზირი, 17ა