Two Day Seminar for IT Pro and Dev - 4 and 5 august

MCP Club Tbilisi აგრძელებს სემინარების ჩატარებას!

პირველად კლუბის არსებობის მანძილზე ჩატარდება 2 დღიანი სემინარი, პირველ დღე დაეთმობა IT Pro მიმართულებას, მეორე დღეს კი სემინარზე განხილული იქნება Development თემები.

 

ასე რომ, გელით ყველას!

 

4 აგვისტო IT Pro Event

დღის წესრიგი (Agenda):

18.45 – 19.00 სტუმრების შეკრება და რეგისტრაცია

19.00 – 19.20 მისალმება

19.20 – 20.10 მოხსენება Lync 2010 - Overviewგიორგი ჯამბაზიშვილი (სისტემური ადმინისტრატორი, იუსტიციის სამინისტრო)

20.10 – 20.20 Coffee-Break

20.20 – 21.10 მოხსენება Enterprise NetworksWindows Server 2008 R2 Network Access Protection and Cisco Easy VPN Server კოტე თვალთვაძე (CCIE #29360, Delta Systems) და - სანდრო გალდავა

21.10 – 21.20 მოხსენებების განხილვა

 

5 აგვისტო Dev Event

დღის წესრიგი (Agenda):

18.45 – 19.00 სტუმრების შეკრება და რეგისტრაცია

19.00 – 19.20 მისალმება

19.20 – 20.10 მოხსენება: Kernel Transaction Manager რომან აკოფოვი

20.10 – 20.20 Coffee-Break

20.20 – 21.10 მოხსენება: ერთჯერადი პაროლების აპლიკაცია Windows Phone 7-ზეგიორგი ალხაზიშვილი

21.10 – 21.20 მოხსენებების განხილვა

 

ადგილ მდებარეობა

სასწავლო ცენტრის „IT Knowledge“ ოფისი

ი. ჭავჭავაძის გამზირი, 17ა

------------------------------------------------

როგორც ყოველთვის შეგახსენებთ რა არის საჭირო რომ დაესწროთ MCP Club Tbilisi-ს სემინარს (თუ რაღათქმაუნდა რეგისტრაცია უკვე არ გაქვთ გავლილი):

1. გაიარეთ რეგისტრაცია, (თუ როგორ უნდა ეს, იხილეთ პოსტი: რა არის საჭირო რომ დაესწრო MCP Club Tbilisi-ის სემინარს?)

2. მოსაწვევი სემინარის ჩატარებამდე 1 კვირით ადრე მოგივათ ელ ფოსტაზე და დაადასტურეთ რომ დაესწერებით სემინარს

3. მობრძანდით და ისიამოვნეთ :)

სასიხარულო სიახლე! - VMUG-TBL #001

image

მოგესალმებით!

მოხარული ვართ გაცნობოთ სასიამოვნო სიახლის შესახებ, ჩამოყალიბდა VMware User Group - Tbilisi (www.vmug.ge). რიგით პირველი შეხვედრის თარიღი და ადგილი უკვე შერჩეულია და მომხსენებლები მზად არიან საინტერესო თემებით წარდგნენ თქვენს წინაშე.

მომხსენებლები:
ივან სკუდინი (კომპანია EMC)

ანტონ ჟბანკოვი (კომპანია EMC - vSpecialist)
ბლოგი:
http://blog.vadmin.ru

სანდრო გალდავა, თემა - “vCenter Server Heartbeat” (კომპანია Delta Systems -Senior Systems Engineer)
ბლოგი:
www.vforv.me

იური სემენიხინი, თემა - “vCenter Site Recovery Manager 4 Technical Overview” (კომპანია UGT -Senior Systems Architect)
ბლოგი:
www.vmlab.ge

აგენდა:
11:00-11:30 რეგისტრაცია
11:30-11:45 მისალმება/გაცნობა
11:45-13:00 პირველი მომხსენებელი
13:00-13:30 ყავა/ჩაი
13:30-14:45 მეორე მომხსენებელი
14:45-15:15 ლანჩი
15:15-16:30 მესამე მომხსენებელი
16:30-16:45 ყავა/ჩაი
16:45-18:00 მეოთხე მომხსენებელი

ჩატარების თარიღი და ადგილი:
22 აპრილი, პარასკევი
სასტუმრო “ვერე პალასი”, ქუჩიშვილის ქ.22-24, თბილისი, საქართველო.
იხილეთ რუკა

ახლა დარჩა მხოლოდ დაუთმოთ 2 წუთი, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნოთ თქვენი დასტური შეხვედრაზე დასასწრებად.

საინტერესო იქნება, ამიტომ გელით ყველას. VMware User Group-ზე შევხვდებით!

New Blog About Oracle on Our Community

ახალი ბლოგი ორაკლის მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორებისთვის!

აი კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ჩვენს კომუნიტიში. ჩვენს ბლოგებს შეემატა ახალი ბლოგი http://ocp.community.ge/ (Oracle Certified Professional OCP, Super DBA BLOG!)

ბლოგის იდეა ეკუთვნის ვაჟა მანტუას, რომელიც არის ორაკლის სერთიფიცირებული პროფესიონალი და აქვს დიდი გამოცდილება მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებაში, იგი მოღვაწეობს საქართველოში ერთ-ერთ ლიდერ ბანკში.

ვაჟას მინდა დიდი მახდლობა მოვუხადო, რომ აქვს სურვილი გაგვიზიარებს თავის დიდ გამოცდილება და ხელი შეუწყოს საქართველოში თემატური IT ბლოგების განვითარებას.

 

ხოლო მათთვის ვისაც აქვს სურვილი რომ გაუზიაროს თავის გამოცდილება პუბლიკას, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რა არის საჭირო იმისთვის რომ გქონდეთ თქვენი საკუთარი ბლოგი ჩვენს რესურსზე:

1. მოიფიქრე თემა, თუ რის დაპოსტვას ისურვებ ბლოგზე (აუცილებელია თემა ეხებოდეს IT სფეროს)

2. მოითხოვე! (ანუ გამოაგზავე წერილი mcp-club@hts.ge -ზე თემით: Blog Idea)

3. MCP-Club Tbilisi და Hight-Tech Solutions განიხილავს თქვენს მოთხოვნას და შეგატყობინებთ პასუხს :)

MCP Club Tbilisi Seminars - Starting New Season

მოგესალმებით ყველას,


   ზაფხულმაც ჩაიარა და ყველას მოგვენატრა MCP კლუბი და საინტერესო სემინარები. ხანგრძლივი „დასვენების“  შემდეგ უკვე დროა შევუდგეთ ფიქრს, თუ როდის და  რა თემაზე ჩავატაროთ ახალი სემინარები. თემა რათქმაუნდა ბევრია, თუმცა არის ერთი საკითხი, შარშანდელი სემინარებიდან გამოიკვეთა მხოლოდ რამოდენიმე მომხსენებელი რომლებიც ძირითადად კითხულობენ სემინარებს ჩვენთვის. ვფიქრობთ რომ უკეთესი იქნება შედმეგი სემინარი ჩაატარონ მათ ვისაც ჯერ საერთოდ არ ჰქონია საშუალება რომ წარდგენილიყვნენ პუბლიკის წინაშე და გაეზიარებინათ თავის გამოცდილება ამა თუ იმ თემაზე.

მოკლედ ასე, მოგმართავთ სისტემურო ადმინისტრატორებო!
იყავით უფრო აქტიურები, გადახედეთ რა თემაზე ისურვებდით სემინარის წაკითხვას. მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე MCP-Club@hts.ge
, მოამზადეთ პრეზენტაცია და გაუზიარეთ თქვენი ცოდნა კოლეგებს. ჩვენ

ჩვენს მხრივ მაქსიმალურად გვერდში დავუდებით თქვენს ინიციატივას.


ჩათვალეთ რომ შემდეგი სემინარები დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე.

გისურვებთ წარმატებებს.

11 June, IT-Pro Event

სემინარი წარმატებით ჩატარდა!!!
მიუხედავად იმისა რომ დღეს ფეხბურთი იწყებოდა და ვფიქრობდით ბევრი ამის გამო ვერ დაესწრებოდა სემინარს, პირიქით მოხდა :) დარბაზში ადგილი საერთოდ აღარ იყო და სკამების დამატებაც კი გახდა საჭირო, რაღათქმაუნდა ეს ფაქტი ყველას გვახარებს.

სემინარის შესავალი ნაწილი წარმოგვიდგინა არმან ობოსიანმა, რომელიც არის MCP კლუბის თბილისში შექმნის იდეის ავტორი და მთავარი ორგანიზატორი. არმანმა რამოდენიმე სლაიდით გაგვაცნო ზოგადად კლუბის შესახებ, მისი დანიშნულების და მიზნების შესახებ. როგორც ყოველთვის არმანმა ყველას მოგვიწოდა აქტიურობისკენ, მოგვიწოდა რომ გვქონდეს სურვილი გამოვიდეთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ვფიქრობ როგორც ჩემთვის ასევე ბევრისთვის ეს მოწოდება იქნება სტიმული მომავალი სემინარებისთვის თემის მომზადების და კლუბის დამსწრეთათვის გაზიარების.
რაც შეეხება სემინარის ძირითად თემებს მართლაც რომ შთამბეჭდავი და ძალზედ საინტერესო იყო.

პირველი თემა ეხებოდა Microsoft Threat Management Gateway (Microsoft ISA სერვერის ახალ ვერსია) სიახლეებს და შესაძლებლობებს, თემა წარმოგვიდგინა ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალმა სანდრო გალდავამ. იგი მართლაც საინტერესოდ და მთელი სულით და გულით გვიყვებოდა თემას. ხოლო მეორე მოხსენებაში გავიგეთ Microsoft Exchange Server 2010 SP1-ში მომხდარი ცვლილებების და სიახლეების შესახებ, რაც არმან ობოსიანმა მოგვიყვა, ორივე თემამ ბევრი კითხვაც დაბადა ჩვენში და შესაბამისად ამომწურავი პასუხებიც მივიღეთ მომხსენებლებისგან.


შეიძლება ითქვას კიდევ ერთი კარგი სემინარი ჩატარდა MCP Club Tbilisi-სგან.
სემინარის ამსახველ ვიდეო მასალას იხილავთ სულ მალე. მანამდე კი იხილეთ ფოტოები და პრეზენტაციის ფაილები.

Download Presentation,
Microsoft Threat Management Gateway, Sandro Galdava
Exchange Server 2010 Service Pack 1 Whats New, Arman Obosyan

 

Event Photos

P.S რაღათქმაუნდა ფეისბუქზე განვიხილოთ სემინარის დეტალები :)

Seminar for IT Professionals! - Friday, 11 June

მორიგი სემინარი MCP Club Tbilisi-სგან

პარასკევს, 11 ივნისს ტარდება სემინარი IT პროფესიონალთათვის. რაღათქმაუნდა ეს სემინარიც იქნება ძალზედ საინტერესო, ისევე როგორც ყველა ჩატარებული სემინარი MCP Club Tbilisi-სგან.

სემინარზე განხილულ იქნება ორი თემა, პრიველი Microsoft Exchange 2010 Service Pack 1-ის სიახლეების შესახებ მოგვიყვება ყველასთვის კარგად ნაცნობი ექსჩეინ���ის (და არა მარტო ექსჩეინჯის) მამა არმან ობოსიანი, ხოლო მეორე თემა იქნება Microsoft ForeFront Threat Management Gateway 2010-ის სიახლეების შესახებ, რომელსაც ასევე ყველასთვის კარგად ნაცნობი სანდრო გალდავა მოგვიყვება.

როგორც ყოველთვის შეგახსენებთ რა არის საჭირო რომ დაესწროთ MCP Club Tbilisi-ს სემინარს (თუ რაღათქმაუნდა რეგისტრაცია უკვე არ გაქვთ გავლილი):

1. გაიარეთ რეგისტრაცია, (თუ როგორ უნდა ეს, იხილეთ პოსტი: რა არის საჭირო რომ დაესწრო MCP Club Tbilisi-ის სემინარს?)

2. მოსაწვევი რომელიც მოგივათ ელ ფოსტაზე, დაადასტურეთ რომ დაესწერებით სემინარს

3. მობრძანდით და ისიამოვნეთ :)

დღის წესრიგი (Agenda):

18.45 – 19.00 სტუმრების შეკრება და რეგისტრაცია

19.00 – 19.10 მისალმება, კლუბის სიახლეები

19.10 – 20.00 მოხსენება Exchange 2010 Service Pack 1 - Overview – არმან ობოსიანი

20.00 – 20.10 Coffee-Break

20.10 – 21.00 მოხსენება Threat Management Gateway 2010 –  სანდრო გალდავა

21.00 – 21.10 მოხსენებების განხილვა

ადგილ მდებარეობა

სასწავლო ცენტრის „IT Knowledge“ ოფისი

ი. ჭავჭავაძის გამზირი, 17ა

IT Blogs on Community.ge

MCP-Club Tbilisi და High-Tech Solutions ხელს უწყობს IT ბლოგების განვითარებას, უკვე შექმინლი ბლოგების სიაც მატულობს, ეს ფაქტი ყველას ახარებს. :)

მინდა შეგახსენოთ იმ ბლოგების შესახებ რომელბიც უკვე შექმნილია mcp.community.ge-ს დახმარებით და მდეობარეობს hts.ge რესურსზე.

ასევე მინდა დიდი მადლობა მოვუხადო ყველას, ვინც გამოთქვა საკუთარი IT ბლოგის სურვილი, პოსტავენ აქტიურად და ცდილობენ თავისი გამოცდილება გაუზიარონ ამ სფეროში მოღვაწე სხვა პროფესიონალებს

 

http://postmaster.ge/blog არმან ობოსიანის ბლოგი, ...about MS Exchange Server in Tbilisi

http://dotnet.community.ge მიშა სამთელაძის ბლოგი, რამდენიმე სასარგებლო ჩანაწერი დეველოპერთათვის

http://hub.community.ge გიორგი ხუბუა, ჩანაწერები Scum-ზე, და წარმატებულ .NET development-ზე

http://sandro.community.ge სანდრო გალდავას IT ბლოგი, განვიხილოთ TMG და სხვა პროდუქტები

და რა თქმა უნდა MCP-Club Tbilisi-ის ბლოგი http://mcp.community.ge

სასიამოვნო ანონსი ნეთვორკერებისთვის

სულ მალე გვექნება შესაძლებლობა წავიკითხოთ საინტერესო პოსტები ქსელის შესახებ. ბესარიონ გიორგაძე გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას ბლოგზე http://conft.community.ge

 

და რაღათქმაუნდა შეგახსენებთ რა არის საჭირო იმისთვის რომ გქონდეთ თქვენი საკუთარი ბლოგი ჩვენს რესურსზე?

1. მოიფიქრე თემა, თუ რის დაპოსტვას ისურვებ ბლოგზე (აუცილებელია თემა ეხებოდეს IT სფეროს)

2. მოითხოვე! (ანუ გამოაგზავე წერილი mcp-club@hts.ge -ზე თემით: Blog Idea)

3. MCP-Club Tbilisi და Hight-Tech Solutions განიხილავს თქვენს მოთხოვნას და შეგატყობინებთ პასუხს :)

One more Seminar for Developers – Friday, 23 April

MPC-ClubTbilisi

რიგით მეორე სემინარი დეველოპერთათვის

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ პარასკევს 23 აპრილს გეძლევათ საშუალება მობრძანდეთ MCP Club Tbilisi-ს მორიგ დეველოპერულ შეხვედრაზე. სადაც განხილული იქნება Silverlight და Common Multithreading Problems თემები. რომელსაც წარმოგვიდგენს ეზეკ ზიბზიბაძე და რომან აკოპოვი.

სემინარი როგორც ყველა წინა მორბედი, გპირდებით იქნება ძალზედ საინტერესო. ასე რომ:

1. გაიარეთ რეგისტრაცია, (თუ როგორ უნდა ეს, იხილეთ პოსტი აქ)

2. მოსაწვევი რომელიც მოგივათ ელ ფოსტაზე, დაადასტურეთ რომ დაესწერებით სემინარს

3. მობრძანდით და ისიამოვნეთ :)

 

დღის წესრიგი (Agenda):
18.45 – 19.00 სტუმრების შეკრება და რეგისტრაცია
19.00 – 19.10 მისალმება, კლუბის სიახლეები
19.10 – 20.00 მოხსენება Silverlight – ეზეკ ზიბზიბაძე
20,00 – 20.10 Coffee-Break
20.10 – 21.00 მოხსენება Common Multithreading Problems – რომან აკოპოვი
21.00 – 21.10 მოხსენებების განხილვა

 

ადგილ მდებარეობა
სასწავლო ცენტრის „IT Knowledge“ ოფისი
ი. ჭავჭავაძის გამზირი, 17ა

MCP-Club Tbilisi, Friday, 5 March, First Seminar For Developers!

MPC-ClubTbilisi

წარმატებით ჩატარდა პირველი შეხვედრა დეველოპერების მიმართულებით. სემინარზე მოხსენება გააკეთა მიშა სამთელაძემ და გიორგი ხუბუამ

მინდა გითხრათ რომ მართლაც საინტერესო იყო ორივე გამომსვლელის თემის მოსმენა, მიშა მოგვიყვა Reflection in C# ხოლო გიორგიმ კი გაგვაცნო თუ “როგორ არ ჩავაგდოთ პერსპექტიული პროექტი ანუ Agile Software Development-ის მთები”.

 

საპრეზენტაციო მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ:

Reflection in C#.pptx (226.09 kb)

Agile_Mountains_presentation.ppt (520.00 kb)

 

პრეზენტაციის ამსახველი ფოტო მასალა კი აქ:

MCP-Club Tbilisi, 5 March, Friday, First Seminar for Developers!!!

MPC-ClubTbilisi

პარასკევს, 5 მარტს, პირველი სემინარი პროგრამერებისთვის!

როგორც უკვე შეგპირდით, მოხერხდა მიშა სამთელაძის შემოთავაზების განხორციელება დეველოპერული სემინარის შესახებ. ეს შეხვედრა განსხვავებული იქნება წინა მორბედებისგან მიმართულების თვალსაზრისით, რათქმაუნდა იქნება არანაკლებ საინტერესოც.

სემინარზე მოგვეცემა საშუალება მოვისმინოთ, თემა Reflection in C# რომელსაც წარმოგვიდგენს მიშა სამთელაძე (წამყვანი დეველოპერი კომპანიაში www.63bits.com) და გიორგი ხუბუა (Zoral Labs Kiev, Senior (.net) Developer) გამოვა თემით ”როგორ არ ჩავაგდოთ პერსპექტიული პროექტი ანუ Agile Software Development-ის მთები”

სემინარის ჩატარების ადგილმდებარეობა როგორც ყოველთვის იგივეა, სასწავლო ცენტრი IT Knowledge-ის ოფისი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით IT Knowledge-ს. ასევე მადლობა მინდა მოვუხადო MCP-Club Tbilisi-ში დეველოპერული შეხვედრების იდეის ავტორებს და დეველოპერული შეხვედრების ორგანიზატორებს კომპანია 63bits

დღის წესრიგი (Agenda):
18.30 – 19.00 სტუმრების შეკრება და რეგისტრაცია
19.00 – 19.10 მისალმება, კლუბის სიახლეები
19.10 – 19.50 მოხსენება Reflection in C# მიშა სამთელაძე
19.50 – 20.00 Coffee-Break
20.00 – 20.40 მოხსენება “როგორ არ ჩავაგდოთ პერსპექტიული პროექტი ანუ Agile Software Development-ის მთები” გიორგი ხუბუა
20.40 – 21.00 მოხსენებების განხილვა

 

ადგილ მდებარეობა
სასწავლო ცენტრის „IT Knowledge“ ოფისი
ი. ჭავჭავაძის გამზირი, 17ა

P.S ასევე ხაზს გავუსვამ ერთ საკითხს. შეხვედრა არის დეველოპერული, თუმცა თუ ეს თემები საინტერესოა სხვა მიმართულების IT პროფესიონალებისთვის, რათქმაუნდა შეზღუდვა არ არის, ყველა მსურველს შეუძლია დაესწროს და მოისმინოს ეს საინტერესო დეველოპერული სემინარი.