ახალი ბლოგი დეველოპერთათვის dotnet.community.ge

dotnetcommunitylogo სიახლე MCP-Club Tbilisi-სგან!!!

 

როგორც უკვე ცნობილია mcp კლუბი თბილისი აძლევს საშუალებას IT სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, სურვილის შემთხვევაში საკუთარი ბლოგის შექმნას community.ge დომეინური სახელის ქვეშ.

და აი ეს არის პირველი ფაქტი როდესაც 5 თებერვალს ჩატარებულ სემინარის ბოლოს ახალგაზრდა ნიჭიერმა დეველოპერმა მიშა სამთელაძემ გამოთქვა სურვილი დეველოპერული ბლოგის შექმნისა. რაღათქმაუნდა სულ რამოდენიმე დღეში MCP-Club Tbilisi-მა შპს High Tech Solutions-ის ჰოსტინგ სერვერზე შექმნა მიშასთვის ბლოგი: http://dotnet.community.ge სადაც იგი უკვე აქტიურად ახდენს დეველოპერთა და არა მხოლოდ დეველოპერთათვის საინტერესო პოსტების წერას.

რათქმაუნდა ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. მიშამ ასევე გამოთქვა სურვილი სემინარზე თემის წარდგენის, რაზეც რათქმაუნდა დადებითი პასუხი მიიღო.

ასე რომ სულ მალე გექნებათ საშუალება დაესწროთ საინტერესო დეველოპერულ სემინარს. მიშა გვპირდება რომ სემინარი საინტერესო იქნება არა მხოლოდ დეველოპერთათვის არამედ სხვა IT პროფესიონალთათვისაც.

 

 

P.S ”აქცია” სახელად ”განვავითაროთ ქართული IT ბლოგები” რათქმაუნდა გრძელდება და MCP კლუბ თბილისი მოგიწოდებთ იყოთ აქტიურები ისევე როგორც მიშა სამთელაძე და თქვენთვის შექმნილ ბლოგზე გაუზიაროთ თქვენი ცოდნა, გამოცდილება ქართველ IT პროფესიონალებს. ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ მონდომება და პირველ რიგში წერილის გამოგზავნა მისამართზე mcp-club@hts.ge დასათაურებით: Blog Idea

რა არის საჭირო რომ დაესწრო MCP Club Tbilisi-ის სემინარს?

რეგისტრაციის პროცედურა, სემინარზე დასასწრებად - MCP Club Tbilisi

აქ ყველაფერი მარტივადაა, პირველ რიგში აუცილებელია გავაგზავნოთ წერილი მისამართზე mcp-club@hts.ge

სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: თემა (ანუ Subject): "Registration", წერილის შინაარსში ვწერთ: საკუთარ სახელს, გვარს, ელ ფოსტის მისამართს, ასევე სამუშაო ადგილი და პოზიცია (სასურველია მიეთითოს).

დაახლოებით 24 საათის განმავლობაში ელ-ფოსტაზე მიიღებთ დარეგისტრირებულ ინფორმაციას, Username Password და ა.შ.

ეს ინფორმაცია თქვენ გამოგადგებათ მაშინ როდესაც მიიღებთ მოსაწვევს MCP Club Tbilisi-ს სახელით, სადაც უნდა მოახდინოთ დაფიქსირება დაესწრებით თუ არა დაგეგმილ სემინარს.

მოსაწვევები იგზავნება სემინარის ჩატარებამდე 1 კვირით ადრე.


ასევე ნებისმიერი სხვა კითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ წერილობით ელ ფოსტაზე: MCP-Club@hts.ge


p.s უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ FAQ-ს და შევეცდებით მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ MCP კლუბთან დაკავშირებით.

Happy New Year!!!

MCP კლუბი გილცოავთ შობა ახალ წელს, დაესწარით რმავალს!2584666[1]

2010 წელს ვგეგმავთ ბევრ საინტერესო სემინარს, გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება. შესაბამისად ვიმედოვნებთ ეს იქნება სტიმული დამსწრეთათვის გაიღრმაონ ცოდნა და გახდნენ სერთიფიცირებულები მაიკროსოფტის სფეროში.

გისურვებთ წარმატებებს!