11 June, IT-Pro Event

სემინარი წარმატებით ჩატარდა!!!
მიუხედავად იმისა რომ დღეს ფეხბურთი იწყებოდა და ვფიქრობდით ბევრი ამის გამო ვერ დაესწრებოდა სემინარს, პირიქით მოხდა :) დარბაზში ადგილი საერთოდ აღარ იყო და სკამების დამატებაც კი გახდა საჭირო, რაღათქმაუნდა ეს ფაქტი ყველას გვახარებს.

სემინარის შესავალი ნაწილი წარმოგვიდგინა არმან ობოსიანმა, რომელიც არის MCP კლუბის თბილისში შექმნის იდეის ავტორი და მთავარი ორგანიზატორი. არმანმა რამოდენიმე სლაიდით გაგვაცნო ზოგადად კლუბის შესახებ, მისი დანიშნულების და მიზნების შესახებ. როგორც ყოველთვის არმანმა ყველას მოგვიწოდა აქტიურობისკენ, მოგვიწოდა რომ გვქონდეს სურვილი გამოვიდეთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ვფიქრობ როგორც ჩემთვის ასევე ბევრისთვის ეს მოწოდება იქნება სტიმული მომავალი სემინარებისთვის თემის მომზადების და კლუბის დამსწრეთათვის გაზიარების.
რაც შეეხება სემინარის ძირითად თემებს მართლაც რომ შთამბეჭდავი და ძალზედ საინტერესო იყო.

პირველი თემა ეხებოდა Microsoft Threat Management Gateway (Microsoft ISA სერვერის ახალ ვერსია) სიახლეებს და შესაძლებლობებს, თემა წარმოგვიდგინა ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალმა სანდრო გალდავამ. იგი მართლაც საინტერესოდ და მთელი სულით და გულით გვიყვებოდა თემას. ხოლო მეორე მოხსენებაში გავიგეთ Microsoft Exchange Server 2010 SP1-ში მომხდარი ცვლილებების და სიახლეების შესახებ, რაც არმან ობოსიანმა მოგვიყვა, ორივე თემამ ბევრი კითხვაც დაბადა ჩვენში და შესაბამისად ამომწურავი პასუხებიც მივიღეთ მომხსენებლებისგან.


შეიძლება ითქვას კიდევ ერთი კარგი სემინარი ჩატარდა MCP Club Tbilisi-სგან.
სემინარის ამსახველ ვიდეო მასალას იხილავთ სულ მალე. მანამდე კი იხილეთ ფოტოები და პრეზენტაციის ფაილები.

Download Presentation,
Microsoft Threat Management Gateway, Sandro Galdava
Exchange Server 2010 Service Pack 1 Whats New, Arman Obosyan

 

Event Photos

P.S რაღათქმაუნდა ფეისბუქზე განვიხილოთ სემინარის დეტალები :)

Comments are closed