
როგორც დაგეგმილი იყო ჩავატარეთ MCP-Club Tbilisi-ს რიგით მეორე სემინარი დეველოპმენტის მიმართულებით. ტენდენცია არ დაირღვა არც ამ შეხვედრაზე და ვიყავით გაცილებით მეტნი ვიდრე როდისმე, ისევე როგორც ყოველ სემინარზე ვმატულობთ და ვმატულობთ, რაც დარწმუნებული ვარ ყველას ახარებს.
სემინარზე ვიხილეთ და მოვისმინეთ 2 ძალზედ საინტერესო პრეზენტაცია, ვიტყოდი რომ ორივე ერთმანეთზე უკეთესი. პირველმა გამომსვლელმა, ეზეკ ზიბზიბაძემ სილვერლაითის სიახლეების შესახებ მოგვითხრო, მეორე გამომსვლელმა, რომან აკოპოვმა კი მრავალნაკადიანობის ძირითადი პრობლემების შესახებ მოგვითხრო, თავისი საინტერესო და სახალისო მაგალითებით-ურთ (პრეზენტაციის ფაილს რომ იხილავთ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ).
სემინარზე ასევე გამოცხადდა ახალი ბლოგის შესახებ, ეს არის: http://hub.community.ge იგი შექმნილია გიორგი ხუბუასთვის (ვინც არ იცის გიორგის შესახებ, იგი მოღვაწეობს უკრაინაში ერთ-ერთ დიდ დეველოპერულ კომპანიაში. ასევე გიორგი გამოვიდა MCP-Club Tbilisi-ს პირველ დეველოპერულ სემინარზე იხილეთ პოსტი) ვფიქრობ ეს ბლოგი საინტერესო იქნება ქართველი პროგრამერებისთვის, ასე რომ შებრძანდით და წაიკითხეთ :)
სემინარზე განხილული თემები იხილეთ აქ:
Silverlight.pptx (2.40 mb)
Common Multithreading Problems.pptx (9.55 mb)
ფოტო სურათები კი ფეისბუქზე MCP-Club Tbilisi-ს ახალ ფეიჯზე: იხილეთ აქ
ვიდეო ჩანაწერს კი სულ მალე მალე მოგაწვდით :)
9c8eff76-0838-4706-ba67-54bc840bf44c|5|5.0