ახალი ბლოგი დეველოპერთათვის dotnet.community.ge

dotnetcommunitylogo სიახლე MCP-Club Tbilisi-სგან!!!

 

როგორც უკვე ცნობილია mcp კლუბი თბილისი აძლევს საშუალებას IT სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, სურვილის შემთხვევაში საკუთარი ბლოგის შექმნას community.ge დომეინური სახელის ქვეშ.

და აი ეს არის პირველი ფაქტი როდესაც 5 თებერვალს ჩატარებულ სემინარის ბოლოს ახალგაზრდა ნიჭიერმა დეველოპერმა მიშა სამთელაძემ გამოთქვა სურვილი დეველოპერული ბლოგის შექმნისა. რაღათქმაუნდა სულ რამოდენიმე დღეში MCP-Club Tbilisi-მა შპს High Tech Solutions-ის ჰოსტინგ სერვერზე შექმნა მიშასთვის ბლოგი: http://dotnet.community.ge სადაც იგი უკვე აქტიურად ახდენს დეველოპერთა და არა მხოლოდ დეველოპერთათვის საინტერესო პოსტების წერას.

რათქმაუნდა ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. მიშამ ასევე გამოთქვა სურვილი სემინარზე თემის წარდგენის, რაზეც რათქმაუნდა დადებითი პასუხი მიიღო.

ასე რომ სულ მალე გექნებათ საშუალება დაესწროთ საინტერესო დეველოპერულ სემინარს. მიშა გვპირდება რომ სემინარი საინტერესო იქნება არა მხოლოდ დეველოპერთათვის არამედ სხვა IT პროფესიონალთათვისაც.

 

 

P.S ”აქცია” სახელად ”განვავითაროთ ქართული IT ბლოგები” რათქმაუნდა გრძელდება და MCP კლუბ თბილისი მოგიწოდებთ იყოთ აქტიურები ისევე როგორც მიშა სამთელაძე და თქვენთვის შექმნილ ბლოგზე გაუზიაროთ თქვენი ცოდნა, გამოცდილება ქართველ IT პროფესიონალებს. ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ მონდომება და პირველ რიგში წერილის გამოგზავნა მისამართზე mcp-club@hts.ge დასათაურებით: Blog Idea

Comments are closed